გიორგი პაპუაშვილმა ევროსასამართლოში მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა ევროპის სასამართლოში მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის მეორე ტურში საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
პაპუაშვილმა გადაწყვეტილების მიზეზად შერჩევის პროცედურების გაუმჭვირვალობა დაასახელა. მისივე თქმით, შესარჩევი კომისიის შემადგენლობის ის ნაწილი, რომელიც ხელისუფლების უმრავლესობას წარმოადგენს, არ შეცვლილა.
„გამოსწორებას ადგილი არ ჰქონია. დღემდე არ ვიცით და არ არის რეგლამენტირებული, არ შემოუღიათ არც ინტერესთა კონფლიქტების და არც გასაჩივრების მექანიზმები. მოკლედ, ობიექტურად წარმართვის არც ერთი შანსი არ არის ჩემთან დამოკიდებულებიდან გამომდინარე. ამიტომ, ჩემი მხრიდან მონაწილეობის მიღება იქნებოდა სრული უაზრობა”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები