ირაკლი შოთაძე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შეხვდა

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე დღეს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა. სტუმართა მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მისი აღმატებულება იან კელი, ასევე საელჩოსა და აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის შესაბამისი წარმომადგენლები.

შეხვედრის დასაწყისში ირაკლი შოთაძემ სტუმრებს მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მართლმსაჯულების განვითარების სფეროში გაწეული დახმარებისთვის, რა დროსაც მთავარმა პროკურორმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს პროკურატურის სტრატეგიის შემუშავების პროცესში ამერიკელი ექსპერტების აქტიურ ჩართულობაზე.

ასევე,  ირაკლი შოთაძემ ამერიკელ სტუმრებს დამატებით მიაწოდა ინფორმაცია უწყების პრიორიტეტებზე და მისი განვითარების სამომავლო გეგმებზე. საუბარი შეეხო საქართველოს პროკურატურაში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს.

თავის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციის წევრებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს მთავარ პროკურორს სისხლის სამართლის სფეროში ამერიკელი კოლეგებისთვის აღმოჩენილი დახმარებისთვის, რა დროსაც განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს პროკურატურის, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და სანდო პარტნიორის როლი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ისაუბრეს ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობაზე და მისი კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა გამოხატეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები