გიგლა აგულაშვილი ფარცხალაძე-თორდიას საქმეზე: კანონი ყველასთვის ერთია და მან უნდა იმუშაოს ყველასთვის

კანონი ყველასთვის ერთია და მან უნდა იმუშაოს ყველასთვის,- ასე გამოეხმაურა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძისა და სახელმწიფო აუდიტორის ლაშა თორდიას შორის მომხდარ დაპირისპირებას.
„არ არიან ამ ქვეყანაში ადამიანები, არც ფიზიკური პირები და არც იურიდიული პირები, ვისაც რაიმე ინდულგენცია ექნება – ვინც არ უნდა იყოს ეს, სადაც არ უნდა მუშაობდეს, მუშაობდა ან იმუშავებს. რომელ რელიგიურ მიმდევრობასაც არ უნდა წარმოადგენდეს, თუ პოლიტიკურ შეხედულებებს, კანონი ყველასთვის ერთია და მან უნდა იმუშაოს ყველასთვის“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები