კახა კალაძე მაღალი ძაბვის ელექტროსადენების მშენებლობაზე – ხანდოს ხეობის მოსახლეობასთან ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ხანდოს ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობას ხვდება.  ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მინისტრი მოსახლეობასთან ერთად იმ ადგილებს ათვალიერებს, სადაც მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობაა დაგეგმილი.
ხანდოს ხეობის მოსახლეობა ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის მარშრუტის შეცვლას მოითხოვს.
მათი ინფორმაციით, ელექტროგადამცემი ბოძების მონტაჟი მათი საცხოვრებელი სახლების სიახლოვეს იგეგმება, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობას აყენებს ზიანს.
”დღეს ვნახეთ ადგილზე კონკრეტულად ის წერტილები, რომელიც პრობლემურია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. გავიარეთ კონკრეტული ადგილები. კიდევ გაგრძელდება შესაბამისი სამუშაოები კვლევების თვალსაზრისით და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა კახა კალაძემ .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები