„თუ სახელმწიფო აუდიტორი ვიდეოში ასახულ ფაქტებს ადასტურებს, არანაირ დისკრედიტაციას ადგილი არ აქვს“

ის, რომ ლაშა თორდია არ გაჰკიდებია არავის იარაღით და გამოიგონეს, ეს იქნებოდა მიზანმიმართული დისკრედიტაცია, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განათლების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გუშინ გავრცელებული ვიდეოს კომენტირებისას განაცხადა, რომელშიც სახელმწიფო აუდიტორი ლაშა თორდია ფიგურირებს.
ჯეჯელავას თქმით, თუ სახელმწიფო აუდიტორი ვიდეოში ასახულ ფაქტებს ადასტურებს, ამ შემთხვევაში არანაირ მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ადგილი არ აქვს.
„ის, რომ ლაშა თორდია არ გაჰკიდებია არავის იარაღით და გამოიგონეს, ეს იქნებოდა მიზანმიმართული დისკრედიტაცია. თუ ეს ადამიანი ადასტურებს, რომ დანაშაული აქვს ჩადენილი, ამ შემთხვევაში, არანაირ მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ადგილი არ აქვს. გამოძიება იმისთვის არსებობს, რომ შეეცადოს რეალობა დაადგინოს. თუ თორდიაა დასასჯელი, თორდია უნდა დაისაჯოს, თუ ფარცხალაძე – ფარცხალაძე, ხოლო თუ ორივეა დამნაშავე – ორივე დასაჯონ“, – განაცხადა ჯეჯელავამ.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომლის ავტორიც ამტკიცებს, რომ გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია ერთ-ერთი კაფე-ბარის თანამშრომელს სავარაუდოდ იარაღით ემუქრება. ვიდეოს ავტორის მტკიცებით, კადრები კაფე-ბარის სათვალთვალო კამერითაა გადაღებული, რომელიც 2016 წლის დეკემბერში მომხდარ ინციდენტს ეხება. ვიდეომასალის ავთენტურობა უკვე დაადასტურა გენერალურმა აუდიტორმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები