ირაკლი პეტრიაშვილი: დღეს საქართველოში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს არ ესმით, რას ნიშნავს უსაფრთხო შრომა

დღეს საქართველოში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს არ ესმით, რას ნიშნავს უსაფრთხო შრომა, შრომის ინსპექციის როლი და საზოგადოების ჩართულობა, – ამის შესახებ პროფესიული კავშირის თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა.
პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ შესაძლოა კარგი შრომის ინსპექცია, შრომის კოდექსი და კონსტიტუცია გვქონდეს, მაგრამ მენტალიტეტი განსაზღვრავს იმას, რომ ქვეყანაში მოქალაქეებმა იცხოვრონ და იმუშაონ უსაფრთხოდ.
„დღეს საქართველოში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს არ ესმით რას ნიშნავს უსაფრთხო შრომა, შრომის ინსპექციის როლი და საზოგადოების ჩართულობა. მხოლოდ კანონის ცვლილება არაა საკმარისი, როდესაც 229 ადამიანი გყავს დაღუპული და საუბრობ, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გავალდებულებს რაღაცას. პირველ რიგში, საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობა უნდა ავალდებულებდეთ ამას”,- აღნიშნა პეტრიაშვილმა.
მისივე თქმით, პროფკავშირები ითხოვს, კონსტიტუციაში შრომის ინსპექციასთან დაკავშირებით ჩანაწერი გაკეთდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები