„შეიძლება „ჯორჯიან მანგანეზის“ ახალ მმართველთან ერთად შევქმნათ მოქნილი სისტემა და შევთანხმდეთ ჯარიმის ოდენობებზე“

ჩვენ შეიძლება „ჯორჯიან მანგანეზის“ ახალ მმართველთან ერთად შევქმნათ მოქნილი სისტემა და შევთანხმდეთ ჯარიმის ოდენობებზე, – ამის შესახებ გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა ჟურნალისტის კითხვის – „ელოდებით თუ არა დანიშნული მმართველის მიერ ჯარიმის გადახდის გეგმის წარმოდგენას“ – საპასუხოდ განაცხადა.
მინისტრის თქმითვე, უცხოელ კოლეგებთან ერთად, ასევე მიმდინარეობს მუშაობა სამთო მოპოვებული საქმიანობის დიდ რეფორმაზეც.
„ჩვენ შეიძლება ერთად შევქმნათ, მოვიფიქროთ მოქნილი სისტემა, შევთანხმდეთ ჯარიმის ოდენობებზე. ახლა ვმუშაობთ სამთო მოპოვებული საქმიანობის დიდ რეფორმაზე უცხოელ კოლეგებთან, მათ შორის ამერიკელებთან ერთად. ცალკე ვმუშაობთ ზიანის ანაზღაურების მეთოდიკაზე და შესაბამისად, ჩვენ ვართ კონსტრუქციულად განწყობილები, საპარტნიოროდ განწყობილები, ოღონდ ჩვენ ვართ ბალანსის მომხრე. მდგრადი ეკონომიკა, მწვანე ეკონომიკა ნიშნავს ბიზნესის განვითარებას, მაგრამ არა გარემოს ხარჯზე, არა ჩვენი ჯანმრთელობის ხარჯზე. შესაბამისად, ის საწარმოები, რომლებიც არ გააკეთებენ ამას, დაჯარიმდებიან და სათანადო სანქციები გატარდება მათ მიმართ. იმედი მაქვს, რომ ჩვენი მეწარმეობა მეტ ყურადღებას დაუთმობს ამ სფეროს“, – აღნიშნა უწყების ხელმძღვანელმა.
რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, რატომ გახდა საჭირო ახალი მმართველისთვის ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მართვის გადაცემაც, გიგლა აგულაშვილის განცხადებით, ეს არის ერთიანი მენეჯმენტის კომპონენტი და მმართველს უნდა ჰქონდეს ყველა ბერკეტი პროცესების ბოლომდე სამართავად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები