„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი არაბთა გაერთიანებული საემიროების სასამართლოს წინააღმდეგ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად სარჩელის შეტანას გეგმავს

საქართველოს პარლამენტის წევრი „პატრიოტთა ალიანსიდან“ გელა მიქაძე არაბთა გაერთიანებული საემიროების სასამართლოს წინააღმდეგ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად სარჩელის შეტანას გეგმავს.
როგორც გელა მიქაძემ არაბთა გაერთიანებული საემიროების სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით აღნიშნა, იგი მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის სასამართლოს წინაშე წარდგომისთვის მზად არის.
მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით გუშინ ტელევიზიით შეიტყო.
„ამ ყველაფრის შესახებ ტელევიზიით გუშინ გავიგე. მე ელემენტალური უწყება მაინც უნდა ჩამბარებოდა, რომ ამეყვანა იმ ქვეყანაში ადვოკატი. ნებისმიერი სახის სამართლებრივ ბრძოლას გავაგრძელებ და აუცილებლად შევიტან სარჩელს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად. მზად ვარ, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის სასამართლოში წარვსდგე, სადაც არსებობს სამართალი ეს ინგლისი იქნება, შვეიცარია თუ საფრანგეთი. სასამართლო ხელისუფლება არის ერთი ოჯახის ქვეშ და გამოიტანენ გადაწყვეტილებას მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები, ეს რა თქმა უნდა, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა“,-განაცხადა მიქაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრს „პატრიოტთა ალიანსიდან“ გელა მიქაძეს არაბთა გაერთიანებული საემიროების სასამართლომ 17,2 მილიონი აშშ დოლარის მითვისებაში დამნაშავედ სცნო და 15 წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა. მიქაძის გარდა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, რას ალ ხაიმას სისხლის სამართლის სასამართლომ პატიმრობა RAKIA-ს ყოფილ ხელმძღვანელს ხატერ მასაადსა, RAKIA-ს ორ ყოფილ აღმასრულებელ პირს, გიორგი ჯანაშიას შეუფარდა.
განაჩენის თანახმად, გელა მიქაძემ 12,8 მილიონი აშშ დოლარი უნდა აანაზღაუროს, გიორგი ჯანაშიამ კი 4,4 მილიონი აშშ დოლარი.
საქმე ეხება ფოთის საზღვაო პორტისა და ახლად შექმნილი კომპანიის, შპს Raystar Trade-ს შორის ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ შეთანხმების დადებას და შემდეგ მის გაუქმებას. კომპანია საქმიანობას 2010-2011 წლებში ეწეოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები