კახა კალაძე: ხანდოს ხეობის მოსახლეობას დავარწმუნებთ, რომ ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობაში საფრთხის შემცველი არაფერია

ხანდოს ხეობის მოსახლეობას დავარწმუნებთ, რომ ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობაში საფრთხის შემცველი არაფერია, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ხანდოს ხეობაში გერმანული კომპანიის წარმომადგენლებმა კვლევები ჩაატარეს, რომელსაც ადგილობრივ მოსახლეობას აჩვენებენ.
მინისტრის ინფორმაციით, ხანდოს ხეობაში სამ ადგილზე მუშაობა შეჩერებულია.
„სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა შეჩერებულია მხოლოდ სამ ადგილზე. ამ ეტაპზე ველოდებით გერმანულ კომპანიას, ჩამოვიდნენ, კვლევები ჩაატარეს. ჩატარებულ კვლევებს ვაჩვენებთ ადგილობრივ მოსახლეობას და დავარწმუნებთ, რომ ამ ყველაფერში საფრთხის შემცველი არაფერი არ არის“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები