დავით ნარმანია: ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის ქონების გადაცემის საკითხზე გამოძიების ჩატარების საჭიროებას ვერ ვხედავ

ყველა წესი, პროცედურა დაცულია და გამოძიების ჩატარების საჭიროებას ვერ ვხედავ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის ქონების გადაცემის საკითხზე არასამთავრობოების მოთხოვნასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მისი თქმით, ეს საკითხი, ისევე როგორც მთავრობის სხდომაზე გამოსული ყველა საკითხი, მან პირადად შეისწავლა.
“საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რასაკვირველია, შეუძლიათ მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს, მაგრამ ამით ფაქტობრივად არაფერი იცვლება, ვინაიდან ყველაფერი წესების და პროცედურების დაცვით არის. რატომ უნდა გაბათილდეს აქტი, როცა კანონმდებლობის, წესების სრული დაცვით არის მიღებული გადაწყვეტილება და დავეხმარეთ გაჭირვებულ მოქალაქე ჩოხელს, რომელიც  დაზარალებული იყო. ჩემი აზრით, ძალიან არასწორი გადაწყვეტილებაა, რომ სასამართლოსგან მოვითხოვოთ აქტის ბათილად ცნობა”, – განაცხადა ნარმანიამ.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ზვიად ნაზღაიძისთვის ქონების გადაცემის და 13 ივნისის სტიქიით დაზარალების მიზეზით მიღებულ კომპენსაციასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები