საქართველოს ჩინეთის ექსპორტისა და კრედიტების დაზღვევის სახელმწიფო კორპორაციის დელეგაცია ეწვევა

საპარტნიორო ფონდის დელეგაციის ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ჩინეთის ექსპორტისა და კრედიტების დაზღვევის უმსხვილეს სახელმწიფო კორპორაცია Sinosure-ს თავმჯდომარეს Wang Yi შეხვდა.
როგორც საგანელიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, საპარტნიორო ფონდსა და Sinosure-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი საქართველოში მოეწერება. შეხვედრაზე ამ მიზნით ჩინეთის ექსპორტისა და კრედიტების დაზღვევის სახელმწიფო კორპორაციის ოფიციალური დელეგაციის საქართველოში ვიზიტი დაიგეგმა. ჩინეთის ექსპორტისა და კრედიტების დაზღვევის სახელმწიფო კორპორაცია Sinosure საპარტნიორო ფონდის პარტნიორი ჩინური კომპანიების ბიზნესებს დააზღვევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები