დავით ნარმანია ლაშა თორდიას განცხადებას მერიის მხრიდან ინფორმაციის დაფარვასთან დაკავშირებით, ტყუილს უწოდებს

ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ქონების შესწავლის საკითხზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის დოკუმენტაციის დამალვის ფაქტს თბილისის მერი დავით ნარმანია კატეგორიულად უარყოფს და გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს.
მისი თქმით, დოკუმენტები, რომელიც ქალაქის მერიას გააჩნდა, აუდიტის თანამშრომლებს სრულად გადაეცათ.
„ეს არის ტყუილი. ნებისმიერი დოკუმენტაცია, რაც ქალაქის მერიაში ინახება, შემმოწმებლებისთვის არის ღია. ასე, რომ ყველანაირი დოკუმენტაცია, რაც ჩვენ ხელთ გვქონდა, მივეცით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს“, – აღნიშნა ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას
​მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ვრცელ კომენტარს აუდიტის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ გააკეთებს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის ლაშა თორდიას განცხადებით, ოთარ ფარცხალაძის ქონების შესწავლის დროს თბილისის მერიამ აუდიტის სამსახურს გარკვეული სახის დოკუმენტაცია დაუმალა. საქმე ეხება, ფარცხალაძისთვის თბილისის მერიის მხრიდან მიწების უკანონოდ გადაცემის საქმეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები