15 მაისი კიევში გლოვის დღედ გამოცხადდა

კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად მსხვერპლი რვამდე გაიზარდა და 45 დაშავდა. ამის შესახებ ქვეყნის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს.

როგორც კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ აღნიშნა, 15 მაისი კიევში გლოვის დღედ გამოცხადდება.

„ხვალ, 15 მაისი, კიევში გლოვის დღედ გამოცხადდა. დედაქალაქზე მტრის ყველაზე მასშტაბური თავდასხმის მსხვერპლთა ხსოვნისადმი. ამ დღეს, ქალაქის ყველა მუნიციპალურ შენობაზე დროშები დაეშვება. ასევე რეკომენდებულია სახელმწიფო დროშების დაშვება საჯარო და კერძო შენობებზე. 15 მაისს ქალაქში აკრძალულია ყველა გასართობი ღონისძიება. დედაქალაქის დარნიცკის რაიონში დაზიანებული შენობიდან ნანგრევების გაწმენდის სამუშაოები გრძელდება. ამჟამად რვა ადამიანის დაღუპვა დადასტურებულია. მაშველები სამძებრო-სამაშველო ოპერაციას აგრძელებენ“, – დაწერა მან სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები