მამუკა მდინარაძე სამართალდამცავებს მოუწოდებს, რომ ფილარმონიაში დაგეგმილ შეხვედრას მეტი ყურადღებით დააკვირდნენ

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, რომ დღევანდელ ღონისძიებასთან დაკავშირებით, მოვლენებს მეტი ყურადღებით დააკვირდნენ. დღეს ფილარმონიის დიდ დარბაზში საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვის პროცესის ბოლო შეხვედრა ჩატარდება. მდინარაძე მიიჩნევს, რომ არსებობს გარკვეული ინფორმაციები, რომ დღევანდელი ღონისძიების დისკრედიტაციის მიზნით, ფილარმონიაში დაგეგმილი დღევანდელი შეხვედრა ჩაიშალოს, რის შედეგადაც გარკვეული არეულობის მოწყობა იგეგმება. მდინარაძე სამართალდამცავებს მოუწოდებს, რომ მოვლენებს ყურადღებით დააკვირდნენ, რათა რაიმე სახის გართულება და ექსცესები თავიდან აიცილონ.
„ჩვენს ოპონენტებს, კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, ვურჩევ, რომ დაპირისპირება არგუმენტებით სჯობს, ვიდრე პროცესის დისკრედიტაციით, რადგან ეს ჩვენი არგუმენტების სიმყარეს კიდევ უფრო გამოაჩენს. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის და ჩემს მოწოდებას გაითვალისწინებენ, პროცესის დისკრედიტაციას და გარკვეული დისონანსის შეტანას  არ შეეცდებიან“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები