NDI – გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე დადებითად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობას აფასებს

NDI -ის გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე დადებითად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობას აფასებს.
გამოკითხულთა 14% საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს, 44% – კარგად, 23% – საშუალოდ, 6% – ცუდად, 1% – ძალიან ცუდად. გამოკითხულთა 11%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის, ხოლო 1%-მა პასუხზე უარი განაცხადა.
NDI -ის გამოკითხულთა 18% მიიჩნევს, რომ საქართველო ძირითადად არასწორი მიმართულებით ვითარდება.
13% ფიქრობს, რომ საქართველო ნამდვილად არასწორი მიმართულებით ვითარდება. კითხვაზე პასუხი არ იცის გამოკითხულთა 4%-მა.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს წარადგენს.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.
გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები