კახა კალაძე: გვაბრალებენ ვანდალურ ქმედებებს, თითქოს ამოვთხარეთ საფლავები – ეს არის სიცრუე

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი, კახი კალაძე აცხადებს, რომ  ქსანი-სტეფანწმინდის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისას საფლავები არ ითხრება და აღნიშნულ დეზინფორმაციას დესტრუქციული ძალები ავრცელებენ.
“გარკვეული დესტრუქციული ძალები, რომლებიც არამხოლოდ ამ ხაზების მშენებლობას, არამედ ზოგადად ქვეყნის განვითარებას ეწინააღმდეგებიან. გვაბრალებენ ვანდალურ ქმედებებს, თითქოს ამოვთხარეთ საფლავები – ეს არის სიცრუე. ჩვენ არანაირ საფლავებს არ ვთხრით, არსებობს ამის კადრები, არსებობს რუკა, სადაც მიმდინარეობს სამუშაოებო და სად  არის საფლავები“, – აღნიშნა კალაძემ დღეს გამართღულ პრესკონფერენციაზე.
გარდა ამისა, კალაძემ ისაუბრა ნინო წიკლაურის შესახებაც, რომელიც სოფელ მუგუდაში გამართულ აქციაში მონაწილეობდა.
“მეორე,  რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ქალბატონ  ნინო წიკლაურის შესახებ, რომელიც იმყოფებოდა სოფელ მუგუდაში  – ეს ქალბატონი ცხოვრობს სოფელ ხანდოში და მისი გარდაცვლილი შვილი არის დაკრძალალული სოფელ წინამარხის სასაფლაოზე. ძალიან სამწუხაროა, ძალიან მძიმეა,  როდესაც ასეთ ამრალურ ქმედებებს და  ქალბატონის პირად ტრაგედიას იყენებენ თავიანთი ბოროტი ზრახვებისათვის“, – აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები