ჩუღურეთის რაიონში ახალი საბავშვო ბაგა – ბაღის მშენებლობა დასრულდა

თბილისს კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი შეემატა. ჩუღურეთის რაიონში, ჩიტაიას ქუჩაზე, ახალი ბაგა-ბაღის დასრულებული სამშენებლო სამუშაოები თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან ერთად დაათვალიერა.
შვიდჯგუფიანი ბაღი ფუნქციონირებას 2017 წლის სექტემბრიდან დაიწყებს. სკოლამდელი აღზრდის ახალი დაწესებულება 250 აღსაზრდელს მიიღებს, დასაქმდება 40 – მდე ადამიანი.
“დღეს კიდევ ერთი ახალი ბაღი ჩავიბარეთ. ეს ძალიან მჭიდრო დასახლებაა. შესაბამისად, ადგილობრივებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალი ბაგა-ბაღი. დღეიდან დაიწყება შენობის ინვენტარით აღჭურვა და შიდა კეთილმოწყობა, რომ სექტემბრიდან ამ საბავშო ბაღში სასწავლო პროცესი დაიწყოს”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
ახალი საბავშვო ბაღი თბილისის სხვა ბაგა – ბაღებისგან ორიგინალური არქიტექტურით გამოირჩევა. შენობის დაგეგმვისას, სააგენტომ ტერიტორიის სიმცირე და პროექტიც ამის მიხედვით მომზადდა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში, თბილისში ხუთი ახალი საბავშვო – ბაღი გაიხსნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები