შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში, კასპში მოზარდებმა ზებრა-გადასასვლელი მოხატეს

შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში, კასპში სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა ე.წ. ზებრა გადასასვლელი მოხატეს, მძღოლებს შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში დამზადებული პრომომასალა გადასცეს და საგზაო მოძრაობის წესების დაცვისკენ მოუწოდეს. ღონისძიება კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით განხორციელდა.
აქციის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. პოლიციელებმა მოზარდებს საგზაო მოძრაობის წესები დეტალურად აუხსნეს და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის შესახებ ისაუბრეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ფართომასშტაბიანი კამპანია – „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ 2015 წელს დაიწყო. კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები