მამუკა მდინარაძე: პარლამენტი ქუთაისიდან არსად არ მიდის

„პარლამენტი ქუთაისიდან არსად არ მიდის. გამომდინარე იქიდან, რომ ქუთაისში არის პარლამენტის შენობა, ქუთაისი არის საპარლამენტო ქალაქიც“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ქუთაისში კონსტიტუციის ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვის დაწყებამდე განაცხადა.
მდინარაძის თქმით, ქუთაისი საპარლამენტო ქალაქია.
„პარლამენტი ქუთაისიდან არსად არ მიდის. გამომდინარე იქიდან, რომ ქუთაისში არის პარლამენტის შენობა, ქუთაისი არის საპარლამენტო ქალაქიც. საქართველოს კონსტიტუციის იმ პროექტში, რომელიც წარვუდგინეთ საზოგადოებას, არ წერია პარლამენტის ადგილსამყოფელი, ისევე, როგორც სხვა ინსტიტუტების. არ არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეწერება თუ არა კონსტიტუციაში პარლამენტის ადგილსამყოფელი. ქუთაისელებს არ უნდა დარჩეთ შეგრძნება, რომ ქუთაისიდან პარლამენტი ვინმეს სადმე გადააქვს. რეალურად, ყოველგვარი უტრირების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსად მიდის პარლამენტი და კონსტიტუციიდან სიტყვის ამოღება არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც ხვალ თბილისში უნდა გაგრძელდეს საპარლამენტო მუშაობა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები