ირაკლი კობახიძე: ქუთაისი საპარლამენტო ქალაქად რჩება

„ ქუთაისი საპარლამენტო ქალაქად რჩება, პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხი კონსტიტუციის დონეზე როგორც არ უნდა მოწესრიგდეს“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის სახალხო-საყოველთაო განხილვის მონაწილეებთან შეხვედრისას განაცხადა.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის სახალხო განხილვა ქალაქ ქუთაისიდან დაიწყო.
”აღნიშნული საკითხის გადასინჯვა დაკავშირებულია ქუთაისისთვის ახალი ფუნქციის შეძენასთან. ამასთან დაკავშირებით, არაერთგზის იყო საუბარი. ამაზე პრემიერ-მინისტმა პირადად აიღო პასუხისმგებლობა. საუბარია ქუთაისისთვის ახალი ფუნქციის შეძენაზე, რაც პირველ რიგში, დაკავშირებულია ახალ ფუნქციასთან. იგეგმება გრანდიოზული, მრავალმილიარდიანი პროექტი, რომელმაც ქუთაისს ახალი დატვირთვა უნდა შესძინოს. ამ პროექტის განხორციელების შემდეგ, ქუთაისი იქნება ბევრად მეტი, ვიდრე საპარლამენტო ქალაქი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
​კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის გათვალისწინებით, კონსტიტუციიდან ხდება იმ ჩანაწერის ამოღება, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის ადგილსამყოფელად განსაზღვრულია ქალაქი ქუთაისი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები