იოჰანეს ჰანი: საქართველოს 10 ათასმა მოქალაქემ გამოიყენა უვიზო მიმოსვლა ევროპაში შესასვლელად

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანის ინფორმაციით, საქართველოს 10 ათასმა მოქალაქემ ევროპაში შესასვლელად გამოიყენა უვიზო მიმოსვლა . როგორც ჰანმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ეს ტენდენცია გაგრძელდება.
მისივე თქმით, ის მიესალმება ვიზალიბერალიზაციის პროცესის სრულად ამოქმედებას.
„უკვე საქართველოს 10 ათასმა მოქალაქემ გამოიყენა ეს შესაძლებლობა ევროპაში შესასვლელად და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყოველივე გაგრძელდება ჩვენი განზრახვის შესაბამისად, რათა ვიხილოთ ვიზალიბერალიზაციის პროცესი, როგორც ადამიანებისთვის თავისუფლების მინიჭება, რომ იმოგზაურონ ყოველგვარი ბარიერების გარეშე. ეს არის გახსნილობა ევროკავშირის მხრიდან, ეს არის ღია კარის მიდგომა ევროკავშირის სტრუქტურებიდან.
ძალზე მნიშვნელოვანია მიღწეული რეფორმების მუდმივი განვითარება. ეს კიდევ ერთხელ დასტურდება უვიზო მიმოსვლით და ყველა იმ რეფორმის განხორციელებით, რომელიც მიმართული იყო ამ სერიოზული მიზნების მისაღწევად“,- აღნიშნა ჰანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები