იოჰანეს ჰანი: მოვუწოდე პრემიერს, რომ საკონსტიტუციო რეფორმაზე მაქსიმალურად ფართომასშტაბიანი საზოგადოებრივი დიალოგი განახორციელოს

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მოუწოდა, საკონსტიტუციო რეფორმაზე მაქსიმალურად ფართომასშტაბიანი საზოგადოებრივი დიალოგი განახორციელოს.
„ჩვენ, ასევე, განვიხილეთ მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმა, ჩვენი შეხვედრის ფარგლებში. მე მოვუწოდე პრემიერს, მაქსიმალურად ფართომასშტაბიანი საზოგადოებრივი დიალოგი განახორციელოს, ოპოზიციური ძალების ჩართვით, შემდეგი ფაზის რეალიზაციის პირობებში“, – განაცხადა ჰანმა გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, მიესალმებიან ვენეციის კომისიის დასკვნას საქართველოს კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები