ციხელაშვილი ბიბილოვი-პუტინის შეხვედრაზე: რუსეთი საერთაშორისო სამართლის ნორმების უგულებელყოფას განაგრძობს

რუსეთი საერთაშორისო სამართლის ნორმების უგულებელყოფას განაგრძობს, – ასე აფასებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ახლადარჩეულ ე.წ. პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვის სოჭში გაიმართულ შეხვედრას.
მისი თქმით, შეხვედრა ევროპელი ლიდერების შეხვედრის ფონზე გაიმართა და ვფიქრობ, რაც საკმაოდ გამომწვევი ნაბიჯია.
„შეხვედრა ევროპელი ლიდერების შეხვედრის ფონზე გაიმართა და ვფიქრობ, ეს საკმაოდ გამომწვევი ნაბიჯია, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ხელყოფს კიდევ ერთხელ, არამედ მიმართულია პრინციპების წინააღმდეგაც, რაზეც რუსეთის ფედერაციას ევროპელ ლიდერებთან საუბარი ჰქონდა და ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს გამოწვევაა ამ ლიდერების და ქვეყნების მიმართაც“, – აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები