ნინო გვენეტაძე სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის ბრალდებებს პასუხობს – ფაქტები არარეალურია

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის ბრალდებებს არარეალურს უწოდებს.
„ეს ფაქტები არარეალურია და ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ“, – განუცხადა ჟურნალისტებს თემაზე კომენტირებისას გვენეტაძემ.
მამუკა ახვლედიანის ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, უზენაესი საბჭოს წევრობის კანდიდატის, ეკა გასიტაშვილის მხარდაჭერა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, დაემუქრა, რომ ის ახვლედიანის წინააღმდეგ მომართულ ჩინჩალაძე-მურუსიძის დაჯგუფებას მიემხრობოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები