გიორგი კვირიკაშვილი საია-ს კვლევაზე – „ეს არის არაობიექტური შეფასება“

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საია-ს კვლევის შედეგებს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად ”გაუფრთხილდა ადამიანს”. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, სამინისტროებში ოპტიმიზაცია მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში განხორციელდა.
კვლევის თანახმად, ხუთ სამინისტროში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად, 2 300 თანამშრომელი გათავისუფლდა.
”არ ვეთანხმები მე ამ შეფასებას. ჩვენ მაქსიმალურად გავუფრთხილდით ადამიანებს, სადაც შესაძლებელი იყო, დავტოვეთ თანამშრომლები, სადაც საჭირო იყო, რომ ოპტიმიზაცია გაკეთებულიყო, გამომდინარე საბიუჯეტო პარამეტრებიდან და გამომდინარე ქვეყნის განვითარების პრიორიტეტებიდან, იმ ნაწილში მივიღეთ გადაწყვეტილება. ამ ფორმატში ძალიან ძნელია ანალიზის გაკეთება. ძირითადად, რაც შემიძლია გითხრათ, ესაა, რომ ვფიქრობ, ეს არის არაობიექტური შეფასება”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები