საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მისი ეპიცენტრი ლაგოდეხის რაიონში, სოფელ ზემო ხეჩილთან მდებარეობდა. ეპიცენტრში მიწისქვეშა ბიძგების მაგნიტუდამ 4.7 შეადგინა. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 12:49 წუთზე დაფიქსირდა.
მიწისძვრა დედაქალაქშიც იგრძნობოდა.
როგორც „კვირას“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამ განუცხადა, მუნიციპალიტეტში მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია.
„მიწისძვრის გამო ნგრევის ან დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა“, -აღნიშნა გამგებელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები