სოსო ოხანაშვილმა საქართველო დატოვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაცვის ყოფილმა უფროსმა, სოსო ოხანაშვილმა საქართველო დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას, სანდო წყაროზე დაყრდნობით, “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ოხანაშვილი რამდენიმე დღეა გერმანიაში იმყოფება.
სოსო ოხანაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების შემდეგ, ე.წ. ციანიდის საქმეზე პროკურატურას ჩვენება მისცა. საქმის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე ამბობს, რომ პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი ბრალდებული დეკანოზის თანამზრახველია. ირაკლი მამალაძე ამტკიცებს, რომ სოსო ოხანაშვილისა და დაცვის სამსახურის სხვა წევრების მიმართ საკმარისი მტკიცებულებები არსებობს და მათ წინააღმდეგ საქმე უნდა აღიძრას.
ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 მაისს იწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები