ვახტანგ გომელაური: დაველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის ნაწილის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით, მედიასთან კომენტარს აკეთებს.
ვახტან გომელაურის განცხადებით, უწყება სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდება.
„სარჩელს რაც შეეხება, ეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტია, დაველოდოთ, ის განიხილავს, წინააღმდეგობაში მოდის თუ არა ის წინა გადაწყვეტილებასთან“, – აღნიშნა ვახტან გომელაურმა.
სუს-ის ხელმძღვანელმა ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ამოქმედების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, პროცესები კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს.
ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მისი მოადგილის, ალეკო ტაბატაძის კანდიდატურა ამ თანამდებობაზე არ განიხილება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები