ვახტანგ გომელაური: სოსო გოგაშვილის სამსახურიდან გათავისუფლებას არ ვაპირებ

“არ ვაპირებ ჩემი მოადგილის, სოსო გოგაშვილის სამსახურიდან გათავისუფლებას, ის ძალიან კარგი თანამშრომელია და კარგი მოადგილეა”, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვახტანგ გომელაურმა ყაზბეგში დარიალი ჰესისი გახსნის შემდეგ განაცხადა.
“მისი ხელმძღვანელობით გაიხსნა თუნდაც, ის ტერორისტული აქტის საქმე, რომელიც რუსეთი-სომხეთის გაზსადენის მონაკვეთზე უნდა განხორციელებულიყო, ასე რომ, არ ვაპირებთ ამ ადამიანის გათავისუფლებას. სოსო გოგაშვილი დიდხანს იმუშავებს.
ჩემს მოადგილეზე ცრუ ბრალდება გახმაურდა, აღარ დავკონკრეტდები რაზეა საუბარი, მაგრამ ეს არის სიცრუე და არასწორი ინფორმაცია, თუ ვინმეს რამე ფაქტები აქვს, მიმართოს პროკურატურას, პროკურატურა იძიებს ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების მიერ ჩადენილ დანაშაულებს”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები