პარლამენტის სპიკერმა ქვეყნის პროდასავლურ სვლას შეუქცევადი პროცესი უწოდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს სვლა ევროკავშირისა და ნატოსკენ, შეუქცევადი პროცესია. ამის შესახებ პარლამენტის სპიკერმა დღეს პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს შეუქცევადი სვლა და დაჩქარებული სვლა ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებისკენ და ეს არის სწორედ ამ ხელისუფლების მიღწევა და ეს არის განსაკუთრებით, პრემიერ მინისტრ კვირიკაშვილის მიღწევა, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქართველოს სწრაფვას ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციისკენ.
უმნიშვნელოვანესი მიღწევა ეს არის რადიკალურად შემცირებული საგარეო პოლიტიკური საფრთხეები, რაც არის ასევე ამ ხელისუფლების მიღწევა და იმ პრაგმატული პოლიტიკის მიღწევა, რომელსაც ახორციელებს ჩვენი ხელისუფლება. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, სადამდე მიიყვანა ჩვენი ქვეყანა არაპრაგმატულმა პოლიტიკამ სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ და ამ ყველაფრის პარალელურად, ჩვენ ვახორციელებთ ძალიან დიდი წარმატებით არაღიარების პოლიტიკას. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო წითელი ხაზები ჩვენ საგარეო პოლიტიკურ კურსში და ეს წითელი ხაზები გადის რა თქმა უნდა, დეოკუპაციაზე და ამ მიმართულებით  სახელმწიფო იქნება ძალიან პრინციპული და ამ წითელ ხაზს დაიცავს ბოლომდე“, – განაცხადა კობახიძემ.
დღეს საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარსდგა. პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ დეპუტატებსა და პრეზიდენტს შორის დებატები გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები