ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები საკონსტიტუციო კომისიის დატოვებას გეგმავენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან და პარტიებთან კონსულტაციებს მართავს, რათა საკონსტიტუციო კომისია დატოვონ.
როგორც კობახიძემ პარლამენტში, პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებაზე გამართული დებატების შემდეგ განაცხადა, პრეზიდენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია აწარმოებენ ღია კამპანიას საკონსტიტუციო კომისიის წინააღმდეგ.
„დაახლოებით ერთი კვირის წინ მომაწოდეს სარწმუნო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ კონსულტაციები იმართება ცალკეულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და პარტიებთან პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ მათ დატოვონ კომისიის რიგები. ეს არის ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაცია და იმედია, რომ ასეთ შედეგს ჩვენ არ ვიხილავთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები