ირმა ინაშვილი: მოვუწოდებ, შემცირდეს ხარჯი იმისათვის, რომ გადავარჩინოთ ჩვენი თანამოქალაქეები

“ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მძიმე არის ის, რომ ჩვენ ერთმანეთს არ ვუსმენთ“, – ასე მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან ოპონენტებს.
​ირმა ინაშვილმა, სიტყვით გამოსვლისას, თავდაპირველად, ყოფილი და ახლანდელი ხელისუფლებაც გააკრიტიკა. “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ასევე, ისაუბრა ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
​“ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მძიმე არის ის, რომ ჩვენ ერთმანეთს არ ვუსმენთ. წინა ხელისუფლება არავის არ უსმენდა. ქვეყანა ერთ დიდი ციხედ აქცია, ტერიტორიები დაკარგა და დაღუპვის პირას მიიყვანა ჩვენი ხალხი. ჩვენ ამის წინააღმდეგ ვიბრძოდით, მაგრამ დღეს მაქვს განცდა, რომ ახალი ხელისუფლებაც არ ცვლის ბევრ რამეს და იმავე გზით მიდის, სამწუხაროდ. ვხედავ და ვისმენ მოსაზრებებს, რომლებიც ძალიან შორს დგას დემოკრატიის არსისა და ჩარჩოებისაგან. ჩვენ ვართ ღარიბი ქვეყნის დეპუტატები, ჩვენ ვართ ძალიან გაჭირვებული ქვეყნის პარლამენტი. არ ეტყობა ჩვენს პარლამენტს, რომ ვართ ამ ღარიბი ქვეყნის პარლამენტი, არ ეტყობა არც პრეზიდენტის ადმინისტრაციას, არც პრემიერის აპარატს არ ეტყობა. მე ყველას მოვუწოდებ, შემცირდეს ხარჯი იმისათვის, რომ გადავარჩინოთ ჩვენი თანამოქალაქეები“,- აღნიშნა ინაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები