საგარეო საქმეთა სამინისტრო სტოკჰოლმში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სტოკჰოლმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შვედეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისგან. ამასთანავე, უწყება ცხელი ხაზის ნომრებს აქვეყნებს.
„სტოკჰოლმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მოქმედებს ცხელი ხაზი: +46 723695428
საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისგან და საჭიროების შემთხვევაში, დაუკავშირდნენ საელჩოს“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში სატვირთო ავტომობილი ქუჩაში გამვლელებს შეეჯახა. ტერორისტული აქტის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა, არიან დაჭრილებიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები