ეკა ბესელია: პრეზიდენტი უნდა იცავდეს კონსტიტუციას და ასევე პატივს უნდა სცემდეს საკანონმდებლო ორგანოს

“პრეზიდენტი უნდა იცავდეს კონსტიტუციას და ასევე პატივს უნდა სცემდეს საკანონმდებლო ორგანოს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ პარლამენტში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
ეკა ბესელია საკუთარ გამოსვლაში რამდენიმე საკითხს გამოეხმაურა, რომელიც მისი თქმით, დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს ეხება.
„მოგმართავთ, ბატონო პრეზიდენტო, არა ჩაკეტილი, არამედ გახსნილი, არა დიალოგზე უარის მთქმელი, არამედ დიალოგისა და მეტი დემოკრატიის, მეტი წინსვლის, მეტი პროგრესის, მეტი რეფორმებისთვის მზაობის მქონე კოლეგებისა და კომიტეტის სახელითაც.
როდესაც საპარლამენტო უმრავლესობას აღიქვამთ, როგორც არა მხოლოდ თეორიულ საფრთხედ, არამედ უკვე სერიოზულ პრობლემად, აქ დიალოგის სივრცეს ნაკლებად ტოვებთ.
იყო ნათქვამი, რომ სასამართლოს მხრიდან არის დუმილი და შიგნიდან არ გვესმის და ვერ ვგრძნობთ ხმას და დინამიკას ცვლილებების აუცილებლობაზე. თუნდაც რამდენიმე დღის წინ შეხვედრა, რომელიც იყო ღია და საჯარო ფორმატში, ძალიან მნიშვნელოვანი იყო სწორედ ამ დიალოგის და ამ თემებზე სასამართლოს მხრიდან მსჯელობის, ცვლილებების და საკითხების ერთობლივი თანხმობით გადაწყვეტის თაობაზე. ვფიქრობ, კარგი იქნებოდა, ამ გამოსვლაში მოგვესმინა, რომ სასამართლო დღეს კი არ არის კრიზისში, სასამართლო იყო კრიზისში, გამოვიყვანეთ ამ კრიზისიდან და დინამიკას უნდა დავაკვირდეთ, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, დავინახოთ, რა სურათია დღეს“, – განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები