ირაკლი კობახიძე სტოკჰოლმში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სტოკჰოლმში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
როგორც კობახიძის განცხადებაშია აღნიშნული, ტერორიზმის შეჩერება მხოლოდ საერთო ძალისხმევის მობილიზებით და კოორდინირებული თანამშრომლობითაა შესაძლებელი.
„გულითადად ვწუხვარ დღეს სტოკჰოლმში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო. ის ტრაგიკული მოვლენები, რომლებიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში განვითარდა, კიდევ ერთხელ, ნათლად გვანახებს, რომ ტერორიზმს საზღვრები არ აქვს და მისი შეჩერება მხოლოდ საერთო ძალისხმევის მობილიზებით და კოორდინირებული თანამშრომლობითაა შესაძლებელი. ეს არის ის გამოწვევა, რომელიც თანაბარ საფრთხეს უქმნის ყველა ქვეყნის უსაფრთხოებას – მიუხედავად მისი მდებარეობისა, განვითარებისა და ცხოვრების დონისა.
ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ ჩვენს მეგობარ შვედ ხალხს და ცივილიზებული, თავისუფალი სამყაროს თითოეულ შვილს, რომელიც შეძრა ამ ტრაგედიამ“, – ნათქვამია ირაკლი კობახიძის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ სტოკჰოლმში სატვირთო ავტომობილი ქუჩაში გამვლელებს შეეჯახა. ტერორისტული აქტის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა, არიან დაჭრილებიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები