ფიქრია ჩიხრაძე: პრეზიდენტის გამოსვლაში იგრძნობოდა ის სულისკვეთება, რომელიც არის ხალხში

„პრეზიდენტის გამოსვლაში იგრძნობოდა ის სულისკვეთება, რომელიც არის ხალხში“, – ასე შეაფასა საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება პოლიტიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ. ​
​როგორც ჩიხრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პრეზიდენტის გამოსვლაში იყო ფუნდამენტურ საკითხებზე საუბარი, ამასთან, იყო კრიტიკა და გამოთქმული იყო ახალი ინიციატივები.
”იყო ძალიან საინტერესო გამოსვლა. ეს ეტყობოდა დარბაზსაც, იმიტომ, რომ ძალიან დიდი ყურადღებით ისმენდა ყველა. როგორი კრიტიკულიც არ უნდა იყოს შენიშვნები ვინმეს მხრიდან, ფაქტია, რომ ეს ისმინებოდა ძალიან საინტერესოდ, რადგან იყო მართლაც ფუნდამენტურ საკითხებზე საუბარი. სადაც იყო საჭირო კრიტიკა, იქ იყო კრიტიკა და ეს ბუნებრივი და აუცილებელია. სადაც საჭირო იყო ახალი ინიციატივები და შეთავაზებები, ესეც ძალიან ჭარბად იყო. რაც მთავარია, ეს იყო ხალხის საჭიროებებიდან ამოსული გამოსვლა. პრეზიდენტს სწორედ ეს დამოკიდებულება აქვს უმრავლესობასთან, ნებისმიერ სახელმწიფო სტრუქტურასთან, რომ მეტი დიალოგია, მეტი კომუნიკაციაა საჭირო ხალხთან ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მწვავე საკითხებს წარმოადგენს,” – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
ფიქრია ჩიხრაძის თქმით, როდესაც პრეზიდენტი ერთგვარ ჩაკეტილობაზე მიანიშნებდა პარლამენტარებს, ის მეტ ღიაობასდა მოსახლეობასთან მეტ დიალოგს გულისხმობდა.
”ის სულისკვეთება, რომელიც ჩვენ გუშინ მივიღეთ თუნდაც ქუთაისში, საზოგადოებასთან შეხვედრებისგან, ის სულისკვეთება, რომელიც რეგიონებში ამ შეხვედრებიდან გამომდინარეობს, ამ საკითხების გარშემოა კონცენტრირებული. პრეზიდენტმა ეს განწყობა მოიტანა პარლამენტში და ბუნებრივია, როდესაც ერთგვარ ჩაკეტილობაზე მიანიშნებდა პარლამენტარებს, მოუწოდებდა იმისკენ, რომ ერთია ერთმანეთში მსჯელობა და დისკუსია, მაგრამ მეორეა ხალხთან ურთიერთობა და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ არც ერთი თანამდებობის პირი, არც ერთი პოლიტიკოსი არ მოწყდეს ხალხს და არ გადავიდეს ისეთ თემებზე აქცენტი, რომელიც შესაძლოა, თავისთავად არ იყოს ინტერესმოკლებული, მაგრამ არ იყოს ადეკვატური იმ რეალობასთან, რა რეალობაც დღეს ჩვენს ქვეყანაშია,” – აღნიშნა ჩიხრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები