გიორგი აბაშიშვილი: პრეზიდენტმა აქცენტები გააკეთა ყველა იმ საკითხზე, რომელიც დღეს საზოგადოებას აწუხებს

„ყველა აქცენტი, რომელიც პრეზიდენტის სიტყვაში იყო დაფიქსირებული, გამომდინარეობდა საზოგადოების აზრისგან“, – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში წლიური ანგარიშით გამოსვლის შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა.
​მისივე განმარტებით, გიორგი მარგველაშვილმა, სიტყვით გამოსვლისას, უმნიშვნელოვანესი აქცენტები გააკეთა ყველა იმ აქტუალურ საკითხზე, რომელიც დღეს საზოგადოებას აწუხებს.
​”ეს შეეხებოდა დასაქმებას, უმუშევრობას, ეკონომიკურ ზრდას, დოვლათის გადანაწილების პრობლემას, უსაფრთხოების საკითხებს, ანტიანექსიურ პოლიტიკას, რომელიც ჩვენ ასე გვჭირდება რუსეთის მცოცავი ანექსიის ფონზე. საუბარი შეეხო მთლიანობაში, საგარეო პოლიტიკურ კურსს, ასევე, მედიის თავისუფლების მნიშვნელობას და მედიის სიძლიერეს, სასამართლოსთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებს, სასამართლოს ნდობას და სასამართლო სისტემის გაძლიერებას. მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ის აქცენტი, რომელიც პრეზიდენტის სიტყვაში იყო დაფიქსირებული, გამომდინარეობდა სწორედ საზოგადოების აზრისგან. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს პრეზიდენტი არა ერთ, არამედ ათეულობით შეხვედრას მართავს საქართველოს რეგიონებში პროექტის ”კონსტიტუცია ყველასია” ფარგლებში, საქართველოს ასეულობით მოქალაქე, ათასობით ადამიანი აფიქსირებს იმ ძირითად საკითხებს, რაზეც დღეს პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში გააკეთა აქცენტი”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები