აშშ-ის ელჩის მოადგილე: პრეზიდენტის გამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო

“პრეზიდენტის გამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. პირველ რიგში, იმიტომ, რომ მან ისეთი საკითხები მიმოიხილა და ახსენა, რომლის შესახებაც ამ ბოლო პერიოდში საქართველოში ძალიან ბევრს საუბრობენ”, – ასე შეაფასა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილემ, ნიკოლას ბერლინერმა საკანონმდებლო ორგანოში გიორგი მარგველაშვილის გამოსვლა.
„პრეზიდენტის გამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. პირველ რიგში იმიტომ, რომ მან ისეთი საკითხები მიმოიხილა და ახსენა, რომლის შესახებაც ამ ბოლო პერიოდში საქართველოში ძალიან ბევრს საუბრობენ და საქართველოს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები იყო. ამავდროულად, ნატოსთან დაკავშირებით გეტყოდით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დამოკიდებულება და პოზიცია საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ ცნობილია. ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდეს და ამისთვის მრავალმხრივი მხარდაჭერა გვაქვს გამოხატული“, – განაცხადა ბერლინერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები