გია ვოლსკი: პრეზიდენტმა გადაამეტა უფლებამოსილებას და არაადეკვატური იყო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა არაადეკვატურად შეაფასა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა უფლებამოსილებას გადაამეტა.
როგორც გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის შემდეგ დეპუტატმა აღნიშნა, ის აქცენტები, რაც პრეზიდენტმა საკუთარ მოხსენებაში დასვა, საკმარისი არ არის.
„რეფორმებთან დაკავშირებით, უმრავლესობის ამოცანებთან დაკავშირებით და საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მისი შეფასებები იყო არაადეკვატური. ვფიქრობ, პოლიტიკური პოზიციონირება მოახდინა დღეს პრეზიდენტმა. იმ საკითხებზე, რასაც ჰქვია გამოწვევები, ამოცანები, ვეთანხმები, მაგრამ ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების ცოდნა არ ნიშნავს, რომ ეს მხოლოდ პრეზიდენტის მხრიდანაა დანახული. დღეს მისი ფუნქციების აღრევა მოხდა, როგორც პოლიტიკური ლიდერის და როგორც პრეზიდენტის. მე ვფიქრობ, გადაამეტა უფლებამოსილებას და მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, არაადეკვატური იყო. არის საკითხები, რაშიც შესაძლოა, დავეთანხმოთ, თუმცა ის აქცენტები, რაც მან დასვა, საკმარისი არ არის“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები