კახა კალაძე პრეზიდენტის ანგარიშზე: სიახლე არაფერი იყო, რასაც ყოველთვის ამბობს, ის მოვისმინეთ

“სიახლე არაფერი იყო, რასაც ყოველთვის ამბობს, ის მოვისმინეთ”, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კახა კალაძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა შეაფასა.
კალაძის თქმით, მას ჰქონდა მოლოდინი, რომ გიორგი მარგველაშვილი უფრო მომზადებული იქნებოდა, თემებს უფრო ჩაუღრმავდებოდა.
„სიახლე არაფერი იყო, რასაც ყოველთვის ამბობს, ის მოვისმინეთ, თუმცა ვფიქრობდი, რომ ვინაიდან პრეზიდენტი პარლამენტში მობრძანდებოდა, სადაც პრემიერ-მინისტრი, მთავრობა და დიპლომატიური კორპუსი იყო, ის უფრო მომზადებული იქნებოდა, თემებს უფრო ჩაუღრმავდებოდა და უფრო ობიექტური იქნებოდა, მაგრამ განსხვავებული გამოსვლა მოვისმინეთ, რაც მისი გადასაწყვეტი იყო. ეკონომიკურ ნაწილში მის მოსაზრებას არ ვეთანხმები, რადგან ყველა პროექტი, რომელიც საქართველოში ხორციელდება, ეს იქნება ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა თუ სხვა მიმართულება, განპირობებულია იმით, რომ ქვეყანაში შეიქმნას სამუშაო ადგილები. ყველაზე დიდი მოთხოვნა და დიდი პრობლემა ზუსტად ამ მიმართულებითაა და ასეთი მასშტაბური პროექტებით არის შესაძლებელი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, ეკონომიკური წინსვლა და შესაძლებელია ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, რაც ამ პროექტებით დადასტურდა. პრეზიდენტის გამოსვლაში იყო მიმართულებები, სადაც შეიძლება ითქვას, რომ მან მთავრობას კომპლიმენტებიც უთხრა, მაგრამ ყურადღება ეკონომიკურ ნაწილზე იყო გამახვილებული და მე მის მოსაზრებებს არ ვეთანხმები”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები