სოფელ ხოვლეში, ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის დეკორატიული ღობე მოეწყობა

სოფელ ხოვლეში ქართველი მეცნიერის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის  ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის დეკორატიული ღობის მოწყობის  სამუშაოები დაიწყო.
არსებული ღობის დემონტაჟის პარალელურად მიმდინარეობს, გალავნის საძირკველის ბეტონით მოწყობა. “პროექტი ითვალისწინებს: ღობის საფასადე ნაწილის  ნიჩბისის ბუნებრივი ქვითა  და ორი პირი ქართული აგურით, ხოლო ღობის არასაფასადე ნაწილის ლითონის ბადით მოწყობას. გაკეთდება ლითონის დეკორატიული ღობე, დამონტაჟდება ალაყაფისა და კუტიკარის ლითონის მხატვრული კარებები, დამუშავდება  და შეიღებება არსებული მოაჯირიც.  პროექტის განხორციელება   აკადემიკოსის სახლ-მუზეუმის ტერიტორიის დაცულობას უზრუნველყოფს”, – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მუზეუმების გაერთიანების დირექტორმა გივი მელაძემ.
კასპის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, სამუშაოებს შპს „იმედი დიდუბე“ ასრულებს, მისი  ღირებულება  57 757 ლარია, გარანტია კი ხუთი წელი.  ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ინსპექტირებას შემსყიდველის მიერ შექმნილი ინსპექტირების ჯგუფი განახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები