ხვალ, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სინქრონიზაციის სამუშაო შეხვედრა იწყება

ხვალ, 28 მარტს, 09:00 საათზე, თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სინქრონიზაციის სამუშაო შეხვედრა იწყება.

როგორც “კვირას” სამინისტროდან აცნობეს, სემინარს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, ბულგარეთის ელჩი საქართველოში დესისლავა ივანოვა და ნატოს შტაბ-ბინის წარმომადგენელი შტეფენ ელგერსმა გახსნიან.

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სინქრონიზაციის სამუშაო შეხვედრა ნატოსა და საქართველოს მიერ ერთობლივად დაიგეგმა. ამგვარი სემინარი საქართველოში პირველად იმართება. ის მიზნად ახალ სტრატეგიულ მიმართულებაზე საერთო მიდგომის მიღწევას, საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდაციას, დუბლირებული ძალისხმევის თავიდან აცილებას, იმ მიმართულებების განსაზღვრას, რომლებიც დამატებით მხარდაჭერას საჭიროებენ და რესურსების გაუმჯობესებული მენეჯმენტის უზრუნველყოფას ისახავს.

სამი დღის განმავლობაში ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების 80-მდე ექსპერტი საქართველოს სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად არსებითი პაკეტის 15 ინიციატივით გათვალისწინებული თავდაცვისა და უსაფრთხოების პრიორიტეტების სინქრონიზაციაზე იმსჯელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები