დავით აბულაძე: სამთავრობო ქალაქის მშენებლობით განიტვირთება ცენტრალური ნაწილი

“მთავრობის იდეა სამთავრობო ქალაქის მშენებლობაზე ხელს შეუწყობს ქალაქში გადატვირთული ადგილების გათავისუფლებას”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარემ, დავით აბულაძემ განაცხადა.
აბულაძე მთავრობის იდეას სამთავრობო ქალაქის მშენებლობასთან დაკავშირებით, დადებითად აფასებს, თუმცა თვლის, რომ გასათვალისწინებელი იქნება იმ ტერიტორიის შესწავლაც, სადაც დაგეგმილია სამთავრობო უწყებების განთავსება.
„ცუდი ეფექტი იყო, როცა იუსტიციის განყოფილებების თავმოყრა გადაწყვიტეს ერთ ადგილას, ამიტომ სჯობს, თავიდანვე გავითვალისწინოთ ადგილი, სადაც დაგეგმილია ახალი პროექტის განხორციელება, თუმცა მე ვთვლი, რომ ამ იდეის განხორციელების შემდეგ, ქალაქის გადატვირთული ნაწილები გათავისუფლდება. აუცილებელია, განისაზღვროს, რამდენად ეფექტური იქნება ეს სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით, უნდა გაითვალოს ყველა კომპონენტი. არანაირი ფორიაქის საფუძველი ამ მშენებლობაში არ არის, უბრალოდ უნდა გაიზომოს ყველაფერი განვითარებად პროექტში, რადგან ყველა რისკები დაცული იყოს“, – განაცხადა დავით აბულაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მანვე აღნიშნა, რომ უნდა იყოს გათვალისწინებული, თუ რა დატვირთვას იწყებს კონკრეტულად ის ადგილი, სადაც დაგეგმილია სამინისტროების მშენებლობა, თუმცა არქიტექტორს რთულად ეჩვენება მთლიანი სამთავრობო ქალაქის ერთ ადგილას თავმოყრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები