თამარ ხულორდავა: 28 მარტი არის ისტორიული დღე თანამედროვე საქართველოსთვის

“28 მარტი არის ისტორიული დღე თანამედროვე საქართველოსთვის, – ძალაში შედის ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობის მინიჭების შესახებ”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც დღეს ხულირდავამ აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება ძალიან კონკრეტული შედეგი და იმ რეფორმების დაფასებაა, რომელიც წლების განმავლობაში, საქართველოში ხორციელდებოდა.
„ეს პროცესი მთელი ჩვენი მოქალაქეების თვალწინ მიმდინარეობდა. ველოდით იმ დღეს, როცა შევძლებდით უკვე გვეთქვა, რომ დღეიდან საქართველოს მოქალაქეს ბიომეტრიული პასპორტით, შეუძლია მოგზაურობა ევროკავშირის სივრცეში. თუმცა ეს დღე და ეს გადაწყვეტილება ისტორიულია არა მარტო იმიტომ, რომ ტექნიკურად მარტივდება ჩვენი მოქალაქეებისთვის ევროპაში მოგზაურობა და ევროპის ქვეყნების კარი იღება, ეს დღე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია – ეს არის სიმბოლო იმისა, რომ საქართველო იბრუნებს თავის კუთვნილ ისტორიულ ადგილს ევროპულ თანამეგობრობაში”, – განაცხადა ხულორდავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები