დავით ჭიჭინაძე: გიორგი ქადაგიძე ყველანაირად ცდილობდა, ხელი შეეშალა მთავრობისთვის

“დღეს მთავრობას და ეროვნულ ბანკს გააჩნიათ სასიკეთოდ შეცვლის პოლიტიკური ნება”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
ჭიჭინაძე ეროვნული ბანკისთვის საგადასახადო სისტემაზე ზედამხედველის ფუნქციის დაბრუნებას დადებით ნაბიჯად აფასებს და თვლის, რომ საბანკო სექტორში გარკვეულ პრობლემებს ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ქადაგიძე ქმნიდა.
„მთავრობას აქვს პოლიტიკური ნება, ქვეყანაში სასიკეთოდ შეცვალოს პოლიტიკური და ეკონომიკური ძვრები, ის, რომ ეროვნულ ბანკს დაუბრუნდა ზედამხედველის ფუნქცია საგადასახადო კუთხით, ესეც არის პოზიტიური ნაბიჯი. იყო გარკვეული პრობლემები ეროვნული ბანკის მუშაობაში, რაც მე ვთვლი, რომ ხელოვნურად იყო შექმნილი და ამაში გარკვეულ როლს ასრულებდა ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ქადაგიძე“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები