ირაკლი კობახიძე: თანავუგრძნობ ჩვენს იაპონელ მეგობრებს, დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იაპონიაში, კურორტზე მომხდარი კატასტროფის გამო, მწუხარებას გამოთქვამს და იაპონელ მოსახლეობას სამძიმარს უცხადებს.
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ იაპონიაში, ნასუ ონსენის სათხილამურო კურორტზე მომხდარი ბუნებრივი კატასტროფის გამო, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ტრაგედია განსაკუთრებით მტკივნეულია, როდესაც მისი მსხვერპლნი ბავშვები არიან. თანავუგრძნობ ჩვენს იაპონელ მეგობრებს, დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ”, – აცხადებს კობახიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები