მამუკა მდინარაძე: ვიზალიბერალიზაცია არის ღია კარი ევროპაში

მომავალში უფრო კარგად და სწორად შევაფასებთ ამ ამბავს – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე ვიზალიბერალიზაციის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ვიზალიბერალიზაცია არის ღია კარი ევროპაში.
„ვფიქრობ, რომ საქართველოში გატარებული რეფორმები, ახალი სივრცითი მოწყობა, ახალი საკონსტიტუციო მოწყობა იძლევა მყარ გარანტიებს ამ დღეებთან ერთად, როდესაც ჩვენ ვზეიმობთ ვიზალიბერალიზაციას, რომ ჩვენი შვილები თვისობრივად ახალ საქართველოში იცხოვრებენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებისათვის შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა ამოქმედდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები