პაატა სალია: ყარამანიშვილები ტელეკომპანიის წილებს ვერავის გადაუფორმებენ

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებისთვის ძმები ყარამანიშვილების 40 პროცენტიანი წილის შეთავაზების ფაქტს ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ყარამანიშვილები ტელეკომპანიის წილებს ვერავის გადაუფორმებენ.
როგორც ხალვაშის ინტერესების დამცველმა განმარტა, მიზეზი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დროებით შეჩერებაა. ადვოკატი ირწმუნება, რომ შპს „საქართველო“ მათი ინტერესის სფერო არ არის და მფლობელების მიერ აღნიშნული შპს-ს წილების სხვისთვის გადაცემა არ გულისხმობს ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის წილების გადაფორმებას.
„დროის საკითხია წილების ხალვაშის სახელზე რეგისტრაცია. შიდა დაპირისპირება არის თუ არა ყარამანიშვილებსა და გვარამიას შორის ეს ჟურნალისტებს ყველაზე ნაკლებად უნდა აინტერესებდეთ. გვარამია და ყარამანიშვილი ერთმანეთში დაობენ, სეირის ყურება ჩვენი ინტერესის სფერო არ არის. კიდევ ერთხელ ვამბობ, საერთოდ დაკარგავს თემა აქტუალობას მას შემდეგ, რაც წილების გადაფორმება მოხდება ხალვაშის სახელზე“, – განაცხადა პაატა სალიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები