ვახტანგ ძაბირაძე: საკონსტიტუციო დოკუმენტი აპრილში ვერ გვექნება

“კონსტიტუცია მაშინ იქნება ქმედითი, თუ მთლიანობაში მოხდება მისი განხილვა”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საკონსტიტუციო კომისიის წევრმა, ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა.
ძაბირაძე დახვეწილ კონსტიტუციას ელოდება და თვლის, რომ მუშაობის პროცესი ჯერ დასრულებული არ არის. მას მიაჩნია, რომ კომისიის წევრისთვის პრიორიტეტული არა ვადებში ჩატევა, არამედ სრულყოფილი დოკუმენტის მიღებაა.
„არის უამრავი საკითხი, რაც ჯერ კიდევ დავის საგანია, ამიტომ ჩვენ არ უნდა დავიწყოთ ცალკეულ მუხლებზე ლაპარაკი. კონსტიტუციის დოკუმენტი ვერ მოესწრება აპრილში. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ჯერ, რას ვაკეთებთ. ჩვენ ჯერ კიდევ ჩამოყალიბებული არ ვართ, პრეზიდენტთან მიმართებაში რას უნდა მივაღწიოთ და ეს, რა თქმა უნდა, პრობლემაა. ამიტომ უნდა ამოვწუროთ ყველა საკითხი და ნაჩქარევად არ უნდა დავდოთ ისეთი დოკუმენტი, რაც ქვეყნის პოლიტიკურ ბედს განსაზღვრავს“, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები