ვახტანგ ძაბირაძე: პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა არ არის გამართლებული

“პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება პასუხი იყო პრეზიდენტის განცხადებებზე. პრეზიდენტის უფლებები არის მკვეთრად შეზღუდული, ამიტომ მისი პირდაპირი წესით არჩევა არ არის გამართლებული”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საკონსტიტუციო კომისიის წევრმა, ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა.
ძაბირაძე თვლის, რომ დღევანდელი უფლებამოსილებითაც პრეზიდენტი საკმაოდ შეზღუდულია და მისი პირდაპირი წესით არჩევა დაუშვებელია.
„ჩვენ უნდა გამოვიდეთ იქიდან, თუ როგორი პრეზიდენტი გვინდა. დღევანდელი უფლებამოსილებითაც კი, პრეზიდენტი იმდენად შეზღუდულია, რომ მისი პირდაპირი წესით არჩევა მე გამართლებულად არ მიმაჩნია. პრეზიდენტს ხშირად უსვამენ ისეთ კითხვებს, რაზეც მას პასუხი არ გააჩნია. რაც შეეხება ირაკლი კობახიძის განცხადებებს პრეზიდენტის ინსტიტუტზე, ეს გამოწვეული იყო პრეზიდენტის ბოლოდროინდელი განცხადებებით. პრეზიდენტი უნდა იყოს არჩეული, როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის მხრიდან, რადგან ის უნდა იყოს ნეიტრალური პრეზიდენტი“, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები